ვის ეკისრება პასუხისმგებლობა კულტმემკვიდრეობის ძეგლებზე, რომლებიც საკულტო დანიშნულებისაა? - საკონსტიტუციო დავა

01 მაისი 2018, 00:00 2660 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს იმსჯელებს იმ კანონის კონსტიტუციურობაზე, რომელიც სახელმწიფოს არ აძლევს საშუალებას რელიგიურ კონფესიების საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაიცვას, დაუყოვნებლივ დაიწყოს სარესტავრაციო სამუშაოები ან მოსთხოვოს მეპატრონეს მისი მოვლა-პატრონობა. 

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში  მარინე მიზანდარმა, გიორგი ჩიტიძემ და ანა ჯიქურიძემ შეიტანეს. 

მოსარჩელეები ამბობენ, რომ  სადავო ნორმა გამორიცხავს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ძეგლებზე ჩაატაროს გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები და რელიგიურ კონფესიებს დააკისრონ პასუხისმგებლობა მათ საკუთრებაში არსებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების ან ნებართვის პირობების დარღვევისათვის.
"სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას, რამდენადაც, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მექანიზმები ვრცელდება სხვა პირების საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე. სახელმწიფო  არასრულფასოვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ კონსტიტუციურ ვალდებულებას - დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები" - ამბობენ მოსარჩელეები. 

დავის საგანია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დიდი ნაწილი რელიგიური კონფესიების საკუთრებაშია. ძველ ტაძრებსა და მონასტრებზე, სხვადასხვა რელიგიურ საკულტო ნაგებობაზე, ხშირია შემთხვევა, როცა  აღდგენითი თვითნებურად,  კულტმემკვიდრეობის დაცვის წესების დარღვევით მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში