"თუ წინააღმდეგ წახვალთ, დაისჯებითო" - მოქალაქეები მაღალი ძაბვის ანძების შეცვლაზე უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ

23 სექტემბერი 2019, 13:54 3388 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ნიკიტაურის მცხოვრებლები ახალი ელექტრო გადამცემები ანძების დადგმას აპროტესტებენ.

პროექტის მიხედვით, სწორედ ამ სოფელში, რამდენიმე ოჯახის მიწის ნაკვეთში უნდა შეიცვალოს ძველი, კომუნისტების დროს აგებული მცირე ზომის ანძები და ჩანაცვლდეს. სოფლის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ სახლებთან ძალიან ახლოს გატარებული სადენებს გამოსხივება აქვთ და სახიფათოა. 

სოფლის მცხოვრები ნუგზარ კოკოვინაძე გვიყვება, რომ ანძები გაცილებით დიდი ზომისაა ვიდრე მანამდე არსებული, რომელიც შესაძლოა მისი და მისი ოჯახის წევრებისთვის საფრთხის შემცველი იყოს. ამიტომ, მშენებლობას ეწინააღმდეგება ან მის გასახლებას ითხოვს. "ადრე 3 ხაზი გადიოდა, ახალა 6 სადენი უნდა დაამაგრონ, ჩემს სახლთან 9 იყრის თავს. ამასთან, ჩვენი სახლიდან რამდენიმე მეტრშია ეს ანძები, აშკარად უფრო დიდი სიმძლავრის კეთდება, არადა გვატყუებენ არაფერი იცვლებაო. 20-25 მეტრში, რომ იყოს კიდე არაუშავს" - გვეუბნება ნუგზარი.   

სოფლის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ მათთან იყვნენ კომპანიის წარმომადგენლები გამგებელთან ერთად, უთხრეს რომ იგივე სიმძლავრის სადენები გადის და სიცოცხლისთვის უსაფრთხოა. 

"გვეუბნებიან, აუცილებელია გავატაროთ, აქ ისეც იყო ეს ანძები და ვაგრძელებთ მუშაობასო, არაა სახიფათო და თან ქალაქს სჭირდება აუცილებლადო. ქალაქს კი სჭირდება, მაგრამ ჩვენი სიკვდილის ხარჯზე უნდა ქნან? გამგებელიც იყო და ისიც იძახის უსაფრთხოა, თუმცა მაგენი აბა ვის დაუჭერენ მხარს, ერთმანეთს რა თქმა უნდა...  მაშინ ადგნენ და გაგვასახლონ აქედან, ეს ჩემი მიწა-წყალია, ამ მიწაზე დგას ანძა და უფლება მაქვს გავაპროტესტო" - ამბობს აქციის მონაწილე.   

"თუ წინააღმდეგ წახვალთ, დაისჯებითო, რადგან უკანონოაო" -  იამზე გორგოშაძე ამბობს, რომ სწორედ ასე უთხრეს "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებმა. იამზე ამტკიცებს, რომ კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს პროექტი მაინც განხორციელდება და პროტესტს აზრი არ აქვს. 

მოქალაქეები ითხოვენ დასაბუთებულ არგუმენტებს, სადაც მოკვლევით დამტკიცდება, რომ ეს ანძები დ ამისი გამოსხივება, მათ ჯანმრთელობას არ შეუქმნის საფრთხეს. 

"სიმძლავრე ემატება და არ გვეუბნებიან, არადა სადენებს ამატებენ. არც ასეთი სულელები არ ვართ, მაგას ვერ მივხდეთ. ვთხოვეთ, მოგვიტანეთ გარანტია, რომ არ არის სახიფათო. ვითხოვთ დოკუმენტს, რომ გადავამოწმოთ მერე, ვიყოთ მშვიდად. გვეძახიან მოგიტანთო, არაფერი არ მოუტანიათ. თუ უსაფრხთოების მყარ (არასიტყვიერ) გარანტიებს მოგვცემენ, მაშინ კი ბატონო. ჩვენ ფული არ გვინდა, ამიტო არ ვდგევართ აქ" -  ამბობენ აქციის მონაწილეები. 

"ენერგო პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ  სოფელში ახორციელებს არსებული 110 კვ ძაბვის ელ.გადამცემი ხაზის - "ერგე 1"-ის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას, რომლის ფარგლებშიც იცვლება ძველი საყრდენები და ხაზები. შესაბამისად არვითარი ძაბვის ცვლილება (მატება) არ ხდება და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ძაბვა იზრდება არის სრული დეზინფორნაცია.

ამასთანავე, კომპანიის მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული მოსახლეობისთვის თუ რა სამუშაოები სრულდება და ასევე, მიწოდებული იქნა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომ რეაბილიტაციის შედეგად ხაზს არ ექნებოდა უარყოფითი ზემოქმედება. ამ დროისთვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, დარჩენილია შესაცვლელი 2 ამორტიზებული საყრდენი, რომლებიც რამიდენიმე ათწლეული წინ არის დამონტაჟებული.

"მოსახლეობა საუბარში აცხადებს ფულად კონპენსაციას, რაც არის აბსოლიტურად უსაფუძვლო, ვინაიდან კომპანია, როგორც ავღნიშნეთ, ახდენს არსებული ხაზის რაბილიტაციას და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მიწათმოსარგებლე, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს ქსელის მფლობელს სამუშაოების წარმოებაში. ამასთან დაკავშირებით განვუმარტეთ მოსახლეობას და ავუხსენით, რომ თუ სამუშაოების წარმოების პროცესში დაზიანებული იქნება რაიმე ქონება ეს იქნება შეფასებული და ანაზღაურებული, ხოლო სხვა რაიმე კომპენსაციის მითხოვნის საფუძველი არ არსებობს. უფრო მეტიც, ორივე საყრდენი, რომლებიც უნდა შეიცვალოს მდებარებს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. გამომდინარე აქედან, კომპანიას გააჩნია სრული ლეგიტიმური უფლება აწარმოოს შესაბამისი სამუშაოები და ხელშეშლის კვლავ გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული იქნება მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, მათ შორი პოლიციას, ვინაიდან აღნიშნული ხაზის რეაბილიტაციაზე დამოკიდებულია მთლიანად ბათუმის ელ.მომარაგება" - წერია კომმპანიის განცხადებაში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში