ნავსადგურის შენობაში უკანონო სამუშაოების გამო, კომპანიას 10 000 ლარით დავაჯარიმებთ - კულტმემკვიდრეობის სააგენტო

23 სექტემბერი 2019, 17:50 4078 ნახვა

ბათუმის ნავსადგურის ყოფილ შენობაში სამუშოები ნებართვის გარეშე წარმოების გამო, შპს "აქსერონი" 10 000 ლარით დაჯარიმდება - ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი ადასტურებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს უწყებიაში უთხრეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შიდა სამუშაოები თვითნებურად დაიწყეს. მონიტორინგის ჯგუფმა დააფიქსირა შიდა გამყოფ კედლებზე რამდენიმე კარისა და ფანჯრების მოხსნის უკანონო ფაქტი.

 აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ობიექტზე არ შეუშვეს,არც ნავსადგურის შენობის დროებითმა მფლობელებმა გააკეთეს კომენტარი. 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, მათ შიდასაპროექტო სამუშაოებზე ნებართვა არ გაუციათ. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. 

"როგორც მაქვს ინფორმაცია, კომპანიამ ნავსადგურის შენობის მფლობელებისგან იჯარით აიღო ტერიტორია,  რამდენიმე წლით და სურთ იქ სასტუმროს მოწყობა. გვქონდა კომუნიკაცია, რომ უნდა მოამზადონ პროექტი და შემოიტანონ, ამ ეტაპზე არც პროექტია შემოტანილი და არც ნებართვაა გაცემული," - გვითხრა ზაურ ახვლედიანმა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში