რას ამბობენ ბათუმის მერიაში, ჩაასფალტებულ ქვაფენილზე 

07 ოქტომბერი 2019, 11:53 5224 ნახვა

ბათუმში,  მემედ აბაშიძისა და დემეტრე თავდადებულის კვეთაში, დაზიანებული ქვაფენილი კომპანიამ ჩააბეტონა... 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მათი დაკვეთით ქალაქში, გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე ორმულ შეკეთებებს შპს "გზები" ახორციელებს. სწორედ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ქვაფენილის ნაწილი, რომელიც დაზიანებული იყო, ასფალტის საფარით ამოავსო. 

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შაბათს შეასრულა. ამბობენ, რომ კომპანია უკვე გააფრთხილეს. "ჩვენი კონტრაქტორი კომპანია შპს "გზებია", მერიისგან კომპანიამ მიიღო გაფრთხილება, რადგან ასეთი ქმედება ჯარიმას არ ითვალისწინებს. უხალოეს დღეებში, კომპანია ხარვეზს გამოასწორებს" - გვითხრეს მერიაში. 

 

ფოტო: ირინა წუწუნავა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში