პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის""

28 ივლისი 2022, 17:19 12142 ნახვა

პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის""

# „კონტაქტი“

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სხვადასხვა პროექტს ან პროგრამას ეთმობა.

დღევანდელი, 28 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტზე „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" . პროექტს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, დემოკრატიის ინსტიტუტთან , საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ასოციაცია „ათინათთან“პარტნიორობით აჭარაში , გურიასა და სამეგრელოში ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა , მათ შორის საზაფხულო სკოლა ბაკურიანში ახალი უნარების განვითარებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. მალე საზაფხულო სკოლის მონაწილეებისთვის მცირე საგრანტო კონკურსი გამოცხადდება.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ დემოკრატიის ინსტიტუტის მცირე გრანტების მენეჯერი დეა დარჩია და საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტები ნინი ხმალაძე და დიანა გაბაიძე.