აქციები ჩინეთში კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებით

28 ნოემბერი 2022, 19:58 866 ნახვა

ჩინეთში, მთავრობის ნულოვანი კოვიდ პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ სი ძინპინის გადადგომა მოითხოვეს. შანხაიში გამართული აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ : „სი ძინპინი, გადადექი! კომუნისტური პარტია, გადადექი!“ პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ავტობუსით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში