“ომიკრონის” წინააღმდეგ ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყო

25 იანვარი 2022, 18:22 1142 ნახვა

ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფაიზერმა და ბიონტეკმა ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინის განახლებული ვერსიის კლინიკური ცდები დაიწყეს. კვლევაში 18-დან 55 წლამდე ასაკის ათას 420 ადამიანი  მონაწილებს. ისინი 3 ჯგუფად დაჰყვეს. კვლევის დროს  ვაქცინის უსაფრთხოებას,  ამტანიანობას და იმუნოგენურობას შეამოწმებენ.  ფაიზერის წარმომადგენლის  კატრინ იანსენის თქმით, კვლევების შედეგად მიღებული მონაცემებით ვაქცინის ბუსტერული დოზები კოვიდ-19-ის  მძიმე გართულებებისგან დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფას განაგრძობს, თუმცა აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ ამ  დაცვის ხარისხი დროთა განმავლობაში სუსტდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში