ჯანმო-მ მაიმუნის ყვავილის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

15 აგვისტო 2024, 12:22 432 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუსული ინფექციის -მაიმუნის ყვავილის  გამო, რომელიც  მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდა, გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა 2022 წლის შემდეგ მეორედ გამოაცხადა. ინფექცია ახლო  კონტაქტით ვრცელდება. ჩვეულებრივ იგი მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა იშვიათ შემთხვევებში ფატალური დასასრულიც აქვს. მას ახასიათებს  გრიპის მსგავსი სიმპტომები და სხეულზე ჩირქოვანი გამონაყარი.  ინფექცია   კონგოდან მეზობელ ქვეყნებში  მათ შორის ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში გავრცელდა.

კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ ეპიდემიის შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად”, - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე. აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე წელს მაიმუნის ყვავილის  17 ათასზე  მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 517 ფატალურად დასრულდა, რაც 160%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინფიცირების შემთხვევები სულ 13 ქვეყანაში დაფიქსირდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში