საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ასახავს იმ პოლიტიკის ძალას, რომელიც მიმართულია საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფისკენ - ჰანს კლუგე

10 ნოემბერი 2023, 18:34 539 ნახვა

პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვით, მედიკამენტების ფასების რეგულირებისა და ონკოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, ასახავს იმ პოლიტიკის ძალას, რომელიც მიმართულია საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფისკენ, – აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა.

მისივე თქმით, პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვით, მედიკამენტების ფასების რეგულირებისა და ონკოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, ასახავს იმ პოლიტიკის ძალას, რომელიც მიმართულია საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფისკენ.

„ეს არის ქმედითი პოლიტიკა, რომელიც უშუალო, ხელშესახებ გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის ფინანსურ დაცულობაზე და წარმოშობს ჩვენთვის ოპტიმიზმს, მხარი დავუჭიროთ სხვა წევრ სახელმწიფოებსაც ამ სფეროებში რეფორმების გატარებისას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მზადყოფნას, ნებისმიერ დროს მხარი დაუჭიროს საქართველოს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში“, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

ჰანს კლუგემ საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს, მის მოადგილეებს თამარ გაბუნიასა და ილია ღუდუშაურს მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში