კოვიდვითარება მსოფლიოში

30 იანვარი 2022, 18:17 1181 ნახვა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და პანდემიის დაწყებიდან ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 373 მილიონს გადააჭარბა. ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა კი 294 მილიონს აჭარბებს. რაც შეეხება ვაქცინაციას. ბლუმბერგის მონაცემებით მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 10 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს.  ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში დღეში საშუალოდ 31 მილიონი ადამიანი იცრება. ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში