ცვლილება კარანტინის ვადებში

28 დეკემბერი 2021, 12:54 1157 ნახვა

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კოვიდინფიცირებული მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, იზოლაციის რეკომენდებული დრო 10-დან 5 დღემდე შეამცირა. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ უსიმპტომო ადამიანებმა იზოლაციის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში პირბადე უნდა ატარონ. აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, არავაქცინირებულმა პირებმა და მათ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ემერენეი ვაქცინის მეორე დოზა 6 თვეზე მეტი ხნის წინ, „ჯონსონის“ ვაქცინა კი 2 თვეზე მეტი ხნის წინ გაიკეთეს და „ბუსტერ“ დოზით არ აცრილან, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ 5-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ, შემდეგ კი, მომავალი 5 დღის განმავლობაში მკაცრად დაიცვან პირბადის გამოყენების წესი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში