მაიმუნის ყვავილი მსოფლიოს 15 ქვეყანაში დადასტურდა

23 მაისი 2022, 19:25 1124 ნახვა

მსოფლიო მორიგი ვირუსის გამკლავების წინაშეა. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მაიმუნის ყვავილის შემთხვევები დაფიქსირდა.  ძირითადად ცირკულირებს ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების მიყრუებულ ნაწილებში, ტროპიკული ტყეების სიახლოვეს. არსებობს ვირუსის ორი ძირითადი შტამი — დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული. ჯერ კიდევ 2021 წელს აშშ-ში ამ ვირუსის ორი შემთხვევა აღირიცხა, ორივე ადამიანი ნიგერიიდან იყო ჩასული. ინფექცია თავდაპირველად თავის, კუნთებისა და ზურგის ტკივილით იწყება, ფიქსირდება მაღალი ტემპერატურაც. დაავადების კულმინაცია და გართულებული ფორმა სხეულზე წყლულოვანი გამონაყარით არის გამოხატული. მაიმუნის ყვავილის სახელით ცნობილმა დაავადებამ, ენდემური კერა დატოვა და ლაბორატორიულად უკვე 15 ქვეყანაში დადასტურდა

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში