ჯანმო - საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების საშიშროება არ არის

14 აგვისტო 2020, 12:03 1208 ნახვა

ჯერჯერობით არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ადამიანები კორონავირისით შესაძლოა საკვებისგან დაინფიცირდნენ-განაცხადეს აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც გამოეხმაურნენ ჩინეთში გაყინულ საკვებ პროდუქტებში კორონავირუსის აღმოჩენის ფაქტს და განმარტეს, რომ ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ.  გუშინ, ჩინეთის ქალაქ შენჯენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინული ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ისინი პეკინისგან ახსნა-განმარტებას ელოდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში