მსოფლიოში ეპიდემია პიკს ახლა უახლოვდება

18 აგვისტო 2020, 20:21 1462 ნახვა

არავინაა უსაფრთხოდ, ვიდრე ყველა უსაფრთხოდ არ იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანო გებრეიესუსმა კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, „კოვიდ-19“ ყველაზე მასშტაბური ლოჯისტიკური გამოწვევაა. ისრაელში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 675 ადამიანი დაინფიცირდა. მედიის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით, "კოვიდ 19“-ზე 23 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსს უკვე 692 ადამიანი ემსხვერპლა, 71 165 კი გამოჯანმრთელდა. ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 168 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსს 406 ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ში, ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა ვირუსის 33 326 ახალი შემთხვევა. რუსეთში კი ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 748 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 132 ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში