კორონავირუსის ახალი სახეობით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში

26 დეკემბერი 2020, 11:51 1212 ნახვა

იაპონიაში კორონავირუსის ახალი სახეობის 5 შემთხვევა გამოვლინდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები გაერთიანებული სამეფოდან დაბრუნებულ მოქალაქეებში დაფიქსირდა. ცნობისათვის, იაპონიამ გაერთიანებული სამეფოდან მგზავრების მიღება დროებით შეაჩერა. გამონაკლისს მხოლოდ იაპონიის მოქალაქეები და ქვეყანაში ცხოვრების უფლების მქონე პირები წარმოადგენენ. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით წლევანდელ ახალ წელს წყნარ გარემოში, ტრადიციული შეკრებების გარეშე შეხვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში