ევროკავშირმა შესაძლოა Covid-19-ის ვაქცინის ექსპორტი აკრძალოს

26 თებერვალი 2021, 12:51 1084 ნახვა

ევროკავშირმა შესაძლოა Covid-19-ის ვაქცინის ექსპორტი აკრძალოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.  კერძოდ, საუბარია კომპანია "ასტრაზენეკაზე". ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ კომპანიები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ და ვაქცინის მიწოდებას ისევ ვერ უზრუნველყოფენ, მაშინ მათი ევროკავშირიდან ექსპორტი აიკრძალება. ფონ დერ ლეიენის განცხადებით, "ასტრაზენეკასთან" ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ევროკავშირის ლიდერებმა ვირტუალურ სამიტზე ციფრული ე.წ .კოვიდ პასპორტების შემუშავების საკითხიც განიხილეს. ანგელა მერკელის განცხადებით, შესაბამისი სერტიფიკატები ზაფხულამდე იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში