"ომიკრონი" უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაშია

19 დეკემბერი 2021, 11:40 732 ნახვა

​ომიკრონი" უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში შიშობენ რომ ახალი შტამი მალე დომინანტური გახდება. დიდი შვიდეულის სახელმწიფოები კორონავირუსის ახალ ვარიანტს მსოფლიო ჯანდაცვისთვის უდიდეს გამოწვევად ასახელებენ. პარალელურად ევროპის წამლის სააგენტომ კორონავირუსის სამკურნალო კიდევ 3 პრეპარატი დაამტკიცა.სახელმწიფოები კი შეზღუდვებს აწესებენ - ნიდერლანდებში საშობაოდ მკაცრ ლოკდაუნს განიხილავენ და მხოლოდ აუცილებელი მაღაზიების გარდა სხვა ყველა დაწესებულება დაიკეტება. საფრანგეთმა, გაერთიანებული სამეფოდან შესული ტურისტებისთვის რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო."ომიკრონით" ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაში. ინფიცირებულს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოგზაურობის ისტორია აქვს.ბოლო 24 საათში კორონავირუსის 93 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა გაერთიანებულ სამეფოში. ინფიცირებულთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან. "ომიკრონის" შემთხვევები ამერიკის 36 შტატში დაფიქსირდა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ახალი შტამი არა ვაქცინირებულთათვის მძიმე შედეგებს მოიტანს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში