„ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 106 ქვეყანაშია დადასტურებული

22 დეკემბერი 2021, 12:19 979 ნახვა

მსოფლიოში ჯერჯერობით კორონავირუსის „დელტა“ შტამია დომინანტური, თუმცა „ომიკრონ“ ვარიანტი გავრცელებას განაგრძობს და წარმოადგენს რისკს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ანგარიშშია აღნიშნული. ჯანმოს მონაცემებით, „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 106 ქვეყანაშია დადასტურებული. „ბოლოდროინდელი მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მოსახლეობის იმუნიტეტის მაღალი დონეა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში